სამომხმარებლო ხელშეკრულება
სამომხმარებლო ხელშეკრულება
მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქტობრივი რეგისტრაციის მისამართის მოპოვება კომპანიის მხრიდან ხორციელდება უშუალოდ მომხმარებლისგან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვითა და შესაბამისი მიზნის ფარგლებში.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს darkpsychology.ge-ს ვებ-გვერდით სარგებლობა, უნდა დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. darkpsychology.ge-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, კანონმდებლობის დაცვით ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.
1. ტერმინთა განმარტება
1.1. გამოყენების წესები – ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელიც არეგულირებს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე წვდომასა და გამოყენებას;
1.2. ვებ-გვერდი – ნიშნავს darkpsychology.ge-ს;
1.3. მომხმარებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც darkpsychology.ge პლატფორმის მეშვეობით ყიდულობს ციფრულ პროდუქტს (ელექტრონულ წიგნს);
1.4. ციფრული პროდუქტი – ვებ-გვერდზე განსათავსებელი ელექტრონული წიგნები ან სხვა საგანმანათლებლო მასალა;
1.5. მხარეები – კომპანია და მომხმარებელი;
1.6. ხელშეკრულება – მომხმარებელსა და კომპანიას შორის დადებული შეთანხმება, მათ შორის ამ პირობებისა და დანართების ჩათვლით.
2. განცხადებები და გარანტიები
მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
არის სრულწლოვანი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი ან მოქმედი იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
არ იმყოფება რაიმე ზეწოლის ან მოტყუების ზემოქმედების ქვეშ;
ხელშეკრულების დადებისას წარადგენს ზუსტ, ნამდვილ და სრულ მონაცემებს;
გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე პირობებს;
არ შეეცდება darkpsychology.ge-ის ან მესამე მხარის მოტყუებას.
3. პროდუქტის შეძენა და მიწოდება
3.1. მომხმარებელი შეკვეთისას ავსებს პერსონალურ მონაცემებს (სახელი, გვარი, ელ.ფოსტა), რომლებიც ჰეშირებული სახით ინახება;
3.2. მიწოდების წესი: ვინაიდან პროდუქტი არის ციფრული, ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი ელექტრონულ ფოსტაზე ან უშუალოდ ვებ-გვერდზე იღებს პროდუქტის გადმოსაწერ ბმულს.
3.3. ბმული მიეწოდება მხოლოდ იმ ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც მომხმარებელმა მიუთითა შეძენის პროცესში.
4. ინტელექტუალური საკუთრება და შეზღუდვები
4.1. შეძენილი პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის.
4.2. აკრძალვა: მომხმარებელს არ აქვს უფლება გადააგზავნოს, გაასხვისოს, ატვირთოს საჯარო პლატფორმებზე (Telegram, Facebook, ფორუმები და სხვა) ან ნებისმიერი სხვა გზით გახადოს ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის შეძენილი ციფრული მასალა.
4.3. წინამდებარე პირობის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ყველა მექანიზმი საავტორო უფლებების დასაცავად.
5. პასუხისმგებლობის შეზღუდვა (Disclaimer)
5.1. პასუხისმგებლობის უარყოფა: darkpsychology.ge-ის ადმინისტრაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას წიგნებში მოცემული ინფორმაციის, მეთოდებისა თუ ტექნიკების პრაქტიკაში გამოყენების შედეგებზე.
5.2. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ პროდუქტში მოცემული ინფორმაცია ატარებს მხოლოდ შემეცნებით ხასიათს და მისი ნებისმიერი ფორმით გამოყენება არის მომხმარებლის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა.
6. ანგარიშსწორება
6.1. მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება ბარათით.
6.2. ბარათით გადახდისას თანხა ირიცხება კომპანიის ანგარიშზე.
6.3. მომხმარებლის ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება თანხის კომპანიის ანგარიშზე ასახვისთანავე, რის შემდეგაც წარმოიშობა პროდუქტის მიწოდების ვალდებულება.
7. თანხის დაბრუნების პოლიტიკა
7.1. ციფრული პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე (რაც გულისხმობს პროდუქტის მყისიერ მიწოდებას და მისი ასლის შენახვის შესაძლებლობას), შეძენილი წიგნი არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას ან თანხის ანაზღაურებას მას შემდეგ, რაც გადმოსაწერი ბმული გახდება ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის.
8. უნივერსალური იდენტიფიკატორები
8.1. მობილურის ნომერი – გამოიყენება კომუნიკაციისა და წვდომისთვის (საჭიროების შემთხვევაში);
8.2. ელფოსტა – წარმოადგენს ძირითად იდენტიფიკატორს პროდუქტის მისაწოდებლად.